
Apple-მა iOS12 Beta 8 გამოუშვა
iOS 12 Beta 7-ის გამოსვლიდან 1 კვირის თავზე, Apple ახალი სისტემის კიდევ ერთი Beta 8 ვერსია გამოუშვა.
ახალი ოპერაციული სისტემის აღწერაში ტრადიციულად ნახსენებია, რომ გამოსწორებულია გასული ვერსიის ხარვეზები და შეცდომები. ასევე სისტემა უფრო სტაბილური და სწრაფია. iOS 12 Beta 8 -ის ზომა 361,5 MB იქნება.
საინტერესოა, რომ ახალ iOS 12-სა და MacOS Mojave-ში დროებით შეჩერებულია FaceTime-ის ჯგუფური ზარების რეჟიმი. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი შემდეგ ვერსიაში უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული სახით შეგვხვდება.
ჯერჯერობით BETA 8 მხოლოდ დეველოპერებისთვისაა ხელმისაწვდომი.