ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი გენერალური დირექტორი?

ტიმ კუკი - ყველაზე მაღალანაზღაურებადი დირექტორი

ანალიტიკურმა კომპანია Equilar-მა,  ტიმ კუკის შემოსავლები შეაჯამა და ის ხვა ტექნოლოგიური კომპანიების დირექტორებს შეადარა.  Apple-ის მთავარი ხელმძღვანელის შემოსავალმა 700 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ტიმ კუკის ფინანსების დიდი ნაწილი Apple-ის აქციებზე ვრცელდება. მთლიან ჯამში მათგან კუკმა 650 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

Equilar-
ს სტატისტიკით, ტიმ კუკი მარკ ცუკერბერგის შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი გენერალური დირექტორია. ტექნოლოგიურ კომპანიებში კი ლიდერობას არავის უთმობს. Facebook-ის მფლობელის შემოსავალი 70 მილიარდ დოლარს აჭარბებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ცუკერბერგის, როგორც Facebook-ის დირექტორის ოფიციალური ხელფასი, 1 დოლარია.