ცნობები ახალი iPhone-ის ფასზე

Apple-ის ანალიტიკოსების მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ახალი iPhone და მისი სავარაუდო ფასია, რომლის პრეზენტაციაც მომავალ კვირაში, 12 სექტემბერს შედგება.

კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, სხვადასხვა ინტერენეტ წყაროებში 2018 წლის მოდელის სავარაუდო ფასებზე ცნობები ვრცელდება.

ექსპერტების აზრი:

პროფესიონალი ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახალი iPhone Xs იმაზე ძვირი იქნება, ვიდრე ეს iPhone X-ის გამოსვლის შემთხვევაში მოხდა. Bank of America-ს ცნობილი ანალიტიკოსის, უემსი მოჰანის აზრით, Apple სამ მოდელს გამოუშვებს, რომელთა ღირებულებებიც: 799, 999 და 1049 დოლარი იქნება.

პოპულარული ინტერნეტგამოცემები:

ინტერნეტ-მაღაზია MysmartPrice-ის ცნობით კი, Apple არ გეგმავს ახალი მოდელისთვის ფასების მომატებას. ამიტომ სავარაუდო ღირებულებები: 699, 799 და 999 დოლარი იქნება.