
როგორ გავაგზავნოთ "გაუშიფრავი" ნუდები - სახელმძღვანელო.
ნუდების გაგზავნა შეიძლება იყოს რისკიანი, რადგან არსებობს როგორც ადრესატის მიერ მისი გავრცელების, ასევე მესამე პირის მიერ უკანონოდ ამ ინფორმაციის მოპოვების შანსი.
აღნიშნული ინფორმაცია არის მხოლოდ სახალისო და არ შეიცავს “აიპლიუსის" მხრიდან ნუდების დაგზავნისკენ მოწოდებას.
მაშ ასე, როგორ გავაგზავნოთ ნუდები მაქსიმალურად უსაფრთხოდ:
2017 წლის აპრილიდან, ცნობილმა საკომუნიკაციო პლატფორმამ "WhatsApp"-მა გაუშვა ე.წ. "Enrcypted" ფოტო-ვიდეო ფაილის გაგზავნის ფუნქცია.
პრინციპი მდგომარეობს შემდეგში, თქვენ უგზავნით ნუდს ადრესატს, თუმცა მესამე პირი მას ვერ გაშიფრავს თქვენი, ან მიმღების ტელფონზე წვდომის გარეშე.
ამ ინფორმაციას ვერ ნახავს ვერც "WhatsApp"-ის გუნდი, რადგან თქვენს შორის გაგზავნილი ინფორმაცია, კოდის სახით ინახება, ხოლო ეს კოდი სხვა მიმოწერაში სხვა ინფორმაციის მატარებელი იქნება.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ თქვენი ნუდი დარჩეს ადრესატის ტელეფონში გამოიყენეთ Instagram - ის პირადში ფოტოს გაგზავნის ფუნქცია - ამ შემთხვევაში ის მხოლოდ 2 ჯერ გახსნის ნუდს (მაქსიმუმ) და გახსნიდან 30 წამში ფოტო წაიშლება. (ეს მიმოწერაც დაცულია ე.წ. "Encrypted" სისტემით).
ყველაზე სანდო გზად რჩება - Telegram. მას აქვს ფუნქცია "Secret Chat". ამ ჩათში ნუდის გაგზავნის შემთხვევაში თუ მიმღები შეეცდება ფოტოს შენახვას, ან "დასქრინშოთებას" თქვენ ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ.
ჩვენი რჩევები ნუდის გაგზავნისას:
1. თუ არ გაქვთ 100%-იანი ნდობა მიმღებისადმი არ გააგზავნოთ !
2. უმჯობესია ტელეგრამით გააგზავნოთ, რომ არ "ჩაასქრინშოთონ".
3. არ გამოაჩინოთ ფოტოში სახე, უფრო ანონიმური ნუდი იქნება.
იმედი გვაქვს ჩვენმა "სახელმძღვანელომ" ხასიათზე მოგიყვანათ.