
რატომ ვიყიდოთ კონსოლი, როცა არსებობს სათამაშო პერსონალური კომპიუტერი ?
ახალი თამაშის გამოსვლისას “კონსოლით გეიმერებს” დიდი თანების გაღება უწევთ. როდესაც “ლეპტოპის გეიმერებს” 1 დღის ლოდინის შემდეგ უფასოდ შეუძლიათ გადმოწერონ პირატული ვერსია.
მაშინ რატომ არის უფრო მეტი “კონსოლით გეიმერი”, ვიდრე “პერსონალური კომპიუტერით”?
დღევანდელ ეპოქაში ონლაინ თამაშები მნიშვნელოვანია:
Fortnite - უფასოა როგორც კონსოლზე, ისევე პერსონალურ კომპიუტერზე.
პირატული ვერსიებს არ აქვს მულტიპლეერი. შესაბამისად ფასები ამ შემთხვევაში ამ ორ პლატფორმაზე იდენტურია.
განსხვავებით პერსონალური კომპიუტერებისგან, კონსოლებზე უფრო ნაკლები ბიუჯეტით უკეთესი გრაფიკის მიღებაა შესაძლებელი.
ახალი ოპერატიული მეხსიერება, პროცესორი, ვიდეო კარტა ხშირად ახლდება. კონკურენციის გამო კი, თამაშის შემქმნელებს უწევთ მოერგონ ახალ რეალობას და თამაშს გრაფიკა გაუზარდონ.
კონსოლების შემთხვევაში, მწარმოებლის მთავარი შემოსავალი სულაც არ არის თავად კონსოლი. მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა: გაყიდული თამაშების დიდი %, თვიური სერვისების ფასები. სწორედ ამიტომ, კონსოლები შედარებით იშვიათად ახლდება. მათ ურჩევნიათ რესურსი არა ტექნიკურად გაძიერებაში, არამედ სერვისებისა და თამაშების დახვეწაში დახარჯონ.
კონსოლის კონტროლერით სპორტული თამაშების თამაში ძალიან კომფორტულია. თუ "შუთერები" გიყვართ შეგიძლიათ კლავიატურა და მაუსიც დაუკავშიროთ.
კონსოლზე შეგიძლიათ ითამაშოთ ლოგინიდან, სავარძლიდან და გვერდზე ოთახიდანაც კი. ანუ განსხვავებით კოპიუტერისგან არ ხართ “მიჯაჭვული”, ყველაფერი უკაბელოდ მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ კომპიუტერებს თავისი პლუსები აქვს, კონსოლზე თამაში უფრო იაფია გრძელვადიან პერიოდში და უფრო მოსახერხებელიც.
კონსოლების დაბალი ფასები კი აიპლიუსის პლიუსია