Huawei ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ტექნოლოგების კორპორაცია Huawei დონალდ ტრამპისა და Google-ის გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

“მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ამ დრომდე გამოსულ სმარტფონებზე და პლანშეტებზე უცვლელად გაგრძელდება Google-ის უსაფრთხოების სისტემების განახლება და სხვა მომსახურების გაწევა. ასევე, ჩვენს მომხმარებლებს არ შეეზღუდებათ წვდომა Google-ის სერვისებზე, როგორებიც არის Google Play, Gmail და სხვა.

ცვლილება არ შეეხება EMUI-ის განახლებებსაც და ის მომავალშიც გაგრძელდება.

 

ჩვენ განვაგრძობთ Android-თან თანამშრომლობას და კვლავაც პრიორიტეტული რჩება Android-ის ეკოსისტემის გამოყენება”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, ტრამპმა Huawei-ისთვის სანქციების დაწესება დაანონსა. ტრამპს Google-იც არ ჩამორჩა და Huawei-ის ახალ მოდელებში ანდროიდის განახლების შეჩერების შესახებ განაცხადა.