
სწავლა ხალისით - დღეს 1-ლი ივნისია
ცნობილია, რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ხანაა, თუმცა მხოლოდ ამის ცოდნა დიდად არაფერში გამოგვადგება თუ ამ ხანაში ტექნოლოგიის ნაწილი თავადვე არ გავხდებით.
უამრავი თქმულა თუ როგორი უნდა იყოს საუკეთესო განათლების სისტემა. ჩვენი მიზანი არ არის საუკეთესო განათლების სისტემაზე მოგიყვეთ, მხოლოდ გაჩვენებთ, რომ 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანია სკოლადამთავრებულმა HTML, Python-ის კოდების კითხვა იცოდეს, ეს ისეთივე საჭიროა, როგორც მე-20 საუკუნეში წერა-კითხის ცოდნა იყო აუცილებელი.
ტექნოლოგიების, პროგრამული ენის სწავლება აშშ-ში 2008 წლიდან დაიწყო, სადაც სკოლების უმეტესობამ სპეციალური კლასები შექმნა. ამ კლასებში ბავშვები პროგრამული კოდების წერას სწავლობენ.
კენტუკის განათლების პროგრამაში მითითებულია, რომ სკოლადამთავრებულებს უნდა შეეძლოთ: HTML, Python კოდების კითხვა და მარტივი აპლიკაციების დამზადება.
აშშ-ს სახელმწიფო პოლიტიკას მხარი დაუჭირა Apple-მა და 2014 წელს ახალი პროგრამული ენა Swift გვაჩუქა, რომლის მიზანი, პროგრამირების გამარტივება და ადამიანებისთვის შესაძლებლობის მიცემა იყო, დაეწერათ მეტი აპლიკაცია iPhone-სთვის. Swift შედარებით მარტივი და კომპიუტერისთვის "მსუბუქი" ენაა.
2015 წლის დეკემბრიდან, მხოლოდ Apple-მა 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა უფასო სემინარებისთვის. მათ ბავშვებს სტიმული მისცეს დაეწყოთ აპლიკაციების წერა. App Store-ის სტატისტიკის მიხედვით, აპლიკაციების შემოსავლის 9.8% სკოლის ასაკის ბავშვებზე მოდის.
ტექნოლოგიები - მხოლოდ კოდების წერა არ არის. ზოგ ბავშვს სურს დიდი რომ გაიზრდება ექიმი, იურისტი, ან მეცნიერი გამოვიდეს.
ამერიკა მუდმივად ანახლებდა ტექნოლოგიების გამოყენებას სკოლებში. კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები ბიოლოგიას და გეოგრაფიას iPad-ის მეშვეობით უკეთ ითვისებენ, ვიდრე უკვე მოსაწყენი წიგნებიდან.
“ჰარვარდი” მასწავლებლებს ურჩევს სწავლისას თამაშის ელემენტებიც შეიტანონ, ამაში კი ტექნოლოგიების გამოყენებას ვერაფერი სჯობს.
განათელბაში ტექნოლოგიების დანერგვაზე დიდ რესურსებს დებს Google. Google-ს საუკეთესო სისტემა აქვს განათლების სრულად ელექტრონულ სისტემაზე სამუშაოდ.
Google და Apple ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინაიდან სკოლებში ტექნოლოგიების მოთხოვნილება ყოველდღე იზრდება. შესაბამისად "სწავლა ხალისით" - მათი მთავარი დევიზია.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ტექნოლოგიის სპეციალისტები ჩვენი რეგიონიდან განსაკუთრებით სომხეთში არიან. ჩვენი მეზობლები მილიონობით დოლარის გრანტებს იზიდავენ ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური საგნების შესასწავლად.
საქართველოშიც არის პროგრამირების ენის სასწავლო კლუბები, თუმცა ნაკლებად ხელმისაწვდომია ყველასთვის. პროგრმირებით უზარმაზარი თანხების მოზიდვაა შესაძლებელი, რაც გაცილებით აღემატება ტურიზმით, ან სოფლის მეურნეობით მიღებულ შემოსავალს.