
“დაბერების” აპლიკაცია იწყებს თქვენს კამერაში არსებული ფოტოების საკუთარ სერვერზე გადატანას
რა გვიჯდება სინამდვილეში დაბერება ?
მსოფლიო დაბერების “მუღამშია”. ყოველდღიურად 3.6 მილიონი ადამიანი “თავს იბერებს” ახალი აპლიკაცია - Face App-ის მეშვეობით.
აპლიკაცია მოკლე დროში იმდენად პოპულაური გახდა, რომ უკვე ვიხილეთ დაბერებული პუტინი, ტიმ კუკი და სალომე ზურაბიშვილიც კი.
Apple-ის დეველოპერმა Jozua Nozzi-მ ტვიტერით გაგვაფრთხილა, რომ არ ვენდოთ ამ აპლიკაციას და თუ მაინცდამაინც გვინდა ვიხილოთ, როგორ გამოვიყურებით ხანდაზმულ ასაკში, აპლიკაცია ინტერნეტის გარეშე გამოვიყენოთ.
გამომდინარე იქედან, რომ აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა დაეთანხმოთ თქვენი მოწყობილობის კამერასთან წვდომას, ინტერნეტთან წვდომისას “დაბერების” აპლიკაცია იწყებს თქვენს კამერაში არსებული ფოტოების საკუთარ სერვერზე გადატანას/ატვირთვას.
Jozua Nozzi-ის tweet-ს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოშიც. გაირკვა, რომ აპლიკაცია რუსი დეველოპერების მიერაა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ფოტოების მოპოვებას არა მხოლოდ რუსები, არამედ მსოფლიო დეველოპერები ოცნებობენ, ვინაიდან ჩვენი ტელეფონის ჩიპი ამუშავებს ჩვენს გადაღებულ ფოტოებს: სად არის გადაღებული; როდის, რას მივირთმევთ; რას ვუყურებთ და ა.შ. და ამ გზით მიღებული ინფორმაცია ყველაზე ძვირია და სარფიანად იყიდება რეკლამის სპონსორებზე.
ჩვენი მონაცემების არასასურველი წვდომის თავიდან ასაცილებლად Apple-მა საკუთარი პროგრამული ენაც შექმნა (და კიდევ აპლიკაციის დაწერის პროცესის გასამარტივებლად). 2022 წლიდან, Apple მხოლოდ ამ ენაზე დაწერილ აპლიკაციებს და თამაშებს დაუშვებს ონლაინ მაღაზიაში. რაც “ფროდის” რისკებს თითქმის 0-მდე დაიყვანს.
Apple-ში ამბობენ, რომ ისინი ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მილიონს ხარჯავენ ადამიანურ რესურსებში, რომელიც ისეთ ალგორითმებს ქმნის, რომ მსგავსი აპლიკაციები, რომელიც ჩვენს პირად ინფორმაციას უყურებს App Store-ში არ მოხვდეს.
Jozua Nozzi-ს განმარტებით, არის შემთხვევები, როცა დეველოპერი უფრო მალე “ხვეწენ” მეთოდს და გვერდს უვლიან App Storeის პროტოკოლს, Apple კი, ვერ ასწრებს მსგავსი აპლიკაციისგან App Store-ის დაცვას. App store-ში მხოლოდ SWIFT (Apple-ს მიერ შექმნილი პროგრამული ენა)-ით დაწერილ აპლიკაციების დაშვებაში ხედავს.