iPhone 12 VS iPhone 11

Apple-ის ოქტომბრის პრეზენტაციაზე 4 ახალი iPhone - iPhone 12, iPhone 12 Mini, iPhone 12 Pro და iPhone 12Pro Max ვიხილეთ. ვიზუალური განსხვავების გარდა სხვა ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი განახლებაც გვხვდება ახალ მოდელებში.

საინტერესოა რითი განსხვავდება iPhone 12 — iPhone 11-სგან ?

iPhone 12-მა მიიღო განახლებული დიზაინი მკვეთრი კუთხეებით, რომელიც გავს iPhone 5-ის და iPad Pro 2020-ის ფორმებს. ერთი შეხედვით ზომებში მკვეთრი ცვლილება არ გვხვდება. iPhone 12  ჩარჩო დარჩა იგივე, საავიაციო ალუმინი, რაც iPhone 11-ში არის.

iPhone 12-
ში გაუმჯობესდა ეკრანის სიძლიერე – ახლა მისი ეკრანი Ceramic Shield-ის ფენით არის დაფარული, რაც იმას ნიშნავს რომ გაცილებით დაცულია, ვდრე ეს iPhone 11-ის შემთხვევაში იყო. iPhone 12-ს ეკრანი 4-ჯერ უფრო გამძლეა ვიდრე iPhone 11-ის.

სიახლე გვაქვს ასევე წყალთან გამოძლეობასა და ჩატანის დროზე. iPhone 11-ის შემთხვევაში მისი წყალში ჩატანა 2 მეტრზე, 30 წუთის განმავლობაში იყო შესაძლებელიახალ iPhone 12-ს უკვე 6 მეტრზეა შესაძლებელი.

iPhone 12-
ს აღარ აქვს ყვითელი და იასამნისფერი მოდელები, ახლა არის მხოლოდ: ახალი ლურჯი, განახლებული მწვანე, წითელი, თეთრი და შავი.

iPhone 12-
სა და  11-ს შორის ერთ-ერთი მთავარი სხვაობა ეკრანია. მათი ზომები იგივე დარჩა — 6.1 ინჩი, თუმცა ეს აღარ არის LCD ეკრანი, ეს არის OLED ეკრანი რომელიც 11 Pro-ში გვქონდა.  ასევე, 12-ში სიკაშკაშე შეიძლება 1200 nits-ამდე გაიზარდოს, რაც ასევე არ იყო 11-ში.

iPhone 12-მა მიიღო ყველაზე თანამედროვე 5 ნანომეტრიანი A14 Bionic პროცესორი ახალი თაობის Neural Engine-ით.

RAM-ისა და მოცულობების რაოდენობა არ შეცვლილა, 4GB ოპერატიული და მინიმალური მოცულობის მოდელი 64GB-.

ორივე სმარტფონი იმუშავებს სრულყოფილად უახლოეს iOS-ის განახლებებზე.

iPhone 12-ს აქვს ჩვენთვის უკვე ნაცნობი 12 მეგაპიქსელიანი 2 კამერიანი ბლოკი.

მთავარმა მოდულმა მიიღო დიაფრაგმის საუკეთესო კოეფიციენტი. ასევე  HDR ვიდეოს გადაღება სიბნელეში. ასევე წინა კამერამ მიიღო უკეთესი გადაღების ხარისხი და ღამის რეჟიმი.

iPhone 12-ს აქვს 5G მხარდაჭერაა და ახალი უკაბელო დატენივა მაგნიტური MagSafe-.